14 აგვისტო 2026,   23:38
ვრცლად
"ღამის სერენადები" - სახელმწიფო კონსერვატორის დიდი დარბაზი მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

სახელმწიფო კონსერვატორის დიდი დარბაზი მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" დასკვნით კონცერტებს უმასპინძლებს.

ფესტივალის "ღამის სერენადები" თბილისური საღამოების მეორე კონცერტი, საფორტეპიანო მუსიკას დაეთმობა. წლევანდელ ფესტივალში, მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები მონაწილეობენ.

ფესტივალის დამფუძნებელი, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ერთი თვის განმავლობაში, ბორჯომში, ბათუმსა და ქ.თბილისში ექვსი კონცერტია დაგეგმილი.

დღის ამბები