15 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
ჯერ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, თუნდაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად თქვა, რომ მელია არის კრიმინალი - რატი იონათამიშვილი გლდანიც ინციდენტზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ, "ჯერ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ დამნაშავეების დაცვისთვის".

"ამ ადამიანებს ვურჩევდი ჯერ ბოდიში მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად განაცხადა, რომ ნიკა მელია არის დამნაშავე და კრიმინალი. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირი გამოეთხარათ. ჯერ ბოდიში მოიხადონ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ერთი კრიმინალის დასაცავად“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები