აბსოლუტურად გაუგებარია, სამართლებრივად საერთოდ ნონსენსია, რა მიზეზითაც შეაყოვნა თავის კონსტიტუციური მოვალეობაა, შეუწყვიტოს მოქალაქეობა ბატონ ფარცხალაძეს - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ყველა ბრალდებული ერთნაირად აგებს პასუხს, არ აქვს მნიშვნელობა, ის საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.
"რა მიზეზიც მან დაასახელა, ესეც აფერხებს მოქალაქეობის შეჩერების პროცესს, რადგან ნებისმიერი ბრალდებული ერთნაირად აგებს პასუხს, ის საქართველოს მოქალაქე იქნება, რუსეთის, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.