"გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მტკიცებულება", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ითხოვდა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, თუმცა ახლა შესაბამის დადგენილებას ხელს არ აწერს და არ უნდა ფარცხალაძეზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები გავრცელდეს.
“გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციას კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მტკიცებულება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას და მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს, ,,რუსულ გადაწყვეტილებას" და საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად" გადაქცევას უწოდებს, თურმე თუ საერთაშორისო სანქციები ავტომატურად არ გავრცელდება და ამაზე ქართული სასამართლო იმსჯელებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ითხოვდა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი დასკვნა მოამზადა და მე-5 დღეა ხელს არ აწერს, არც მოვაწერო. ანუ, არ უნდა რომ ოთარ ფარცხალაძემ დაკარგოს მოქალაქეობა და რაც მთავარია, არ უნდა, რომ მასზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები! პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! ირაკლი კობახიძის მოსაზრებას კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევაზე ეროვნული ბანკზე ზეწოლას უწოდებს, ხოლო საკუთარ მოწოდებას, გადადგეს ნათია თურნავა, არ მიიჩნევს კონსტიტუციურ ორგანოზე ზეწოლას. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს რომელსაც ხმა 1 147 627 ამომრჩეველმა მისცა, დღეს ,,ქურქუმალ ვაითის" პარტიის აქტივისტი გახდა, ერთი ერთში იმეორებს ომის და ღალატის პარტიის ლიდერების, მათი მართვადი სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების ნარატივს, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას და სამოქალაქო დაპირისპირებას. საკონსტიტუციო სასამართლო მალე დადებს დასკვნას და დიდი ალბათობით დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, თუმცა მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს რადიკალური ოპოზიცია, რითაც საბოლოოდ გაფორმდება მათი სტრატეგიული პარტნიორობა და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერი გახდება!”- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.