20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
რუმინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება

დღეიდან რუმინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება.

რამდენიმე დღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრები ქვეყნის პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მის რუმინელ კოლეგასთან და დეპუტატებთან. დღის წესრიგით გათვალისწინებულია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა რუმინეთის სენატის წინაშე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში. შალვა პაპუაშვილი ბუქარესტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

დღის ამბები