06 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის გამო ღამით საჰაერო განგაში უკრაინის ყველა ოლქში ამოქმედდა

დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის გამო, ღამით საჰაერო განგაში უკრაინის ყველა ოლქში ამოქმედდა. წინასწარი ინფორმაციით, შავი ზღვიდან რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის მიმართულებით "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტები და "შაჰედის" ტიპის დრონები გაუშვეს. ოდესაში აფეთქების ხმები ისმოდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 15-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 დასახლება, დაფიქსირდა 80-მდე აფეთქება. დაიბომბა ხერსონის ოლქიც.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლის მიმართულებით. მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ კურსკისა და ბრიანსკის ოლქის საზღვარზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ზიანისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები