საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. შალვა პაპუაშვილი დღეს მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართება ადგილობრივ ექსპერტებთანაც.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში და აღნიშნავენ, რომ რუმინეთი საქართველოს მხარდამჭერია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.