15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო, არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა - ლევან ხაბეიშვილი

ნიკა მელიას მიერ, სხვა პლატფორმიდან ბრძოლის დაანონსებასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის დარჩება თუ არა პარტიაში ნიკა მელია. როგორც ის ამბობს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი.

"ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ აჯობებს საკუთარ თავს, საკუთარ პირად ამბიციებს, საკუთარ პირად წყენებს გადადებს და მზად იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლოს, ცხადია, ნაციონალური მოძრაობისთვის, კონკრეტული ადამიანებისთვის, პოლიტიკური ჯგუფისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის კარი იქნება ღია.

კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, როგორ და რა გზით გააგრძელებენ ბრძოლას და თავად არ იციან ამ დრომდე და ამბობენ, რომ მომავალში, კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ პოზიციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამის უფლება აქვთ, თუმცა რომ გითხრათ, რომ მთელ დღე-ღამეს და ენერგიას ვხარჯავ ამაზე ფიქრით, მოგატყუებთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო, არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები