15 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინონ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი - მამუკა მდინარაძე პარლამენტში დაპირისპირებაზე

პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა,  ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინონ და ამიტომ ბოდიშს ვიხდი -  ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი მსგავსი სიტყვები:

"პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, უკადრებელი იკადრეს და გადაგვრიეს ყველა - ამაზე დღეს მომეცა პირველად საშუალება და მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა. უკაცრავად, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი ეს გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინონ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

დღის ამბები