08 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
გავრცელებული ცნობით, სირიის საბრძოლო მოქმედებებში რუსი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ

რუსეთი სირიას სამხედრო ძალით ეხმარება. გავრცელებული ცნობით უკვე ოთხი თვეა სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური დამასკო მზადაა მოსკოვს სირიაში ჯარის შეყვანის თხოვნით მიმართოს.

პარალელურად, რუსეთი სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ ლატაკიაში ავიაბაზას ამზადებს.

დღის ამბები