08 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
ნიუ იორკში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა

ნიუ იორკში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა. დახურვის საღამოს ერთი-ერთი ბოლო კოლექცია რალფ - ლორენმა წარადგინა. 2016 წლის გაზაფხულის ახალი კოლექციისთვის ამერიკელმა დიზაინერმა სხვადასხვა სტილის 50-მდე კოსტიუმი შექმნა.

მოდელიორმა ძირითადად მკვეთრი წითელი, თეთრი და ლურჯი ფერის ქსოვილები გამოიყენა. ლორენი მოდის მიმდევრებს წელს ფართო შარვლების, ვიწრო კაბებისა და ჭრელი მაისურების ჩაცმას ურჩევს.

ჩვენებას ცნობილი ადამინებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ჯულიანა მური, ჯესიკა ჩესტეინი და ალეკ ბოლდუინი.

დღის ამბები