რუმინეთის შემდეგ ირლანდია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან დუბლინში იწყებს. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში, რომელიც დღეს გაიხსნება. იგეგმება მისი სიტყვით გამოსვლა.
სამიტის ფარგლებში ქართველი სპიკერი უცხოელ კოლეგებს პირისპირ შეხვდება. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნება.