15 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ჩვენი პარტნიორები არ ითხოვენ ცალმხრივ სანქციებს რუსეთისთვის, ეს არის საერთაშორისო სანქციებთან შეერთება - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პირველი არ არის, როდესაც პარტნიორები საერთაშორისო სანქციების შეერთებისკენ მოგვიწოდებენ და ეს არავითარი ეკონომიკას არ დააზიანებს.

დეკანოიძის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.

"პირველი [შემთხვევა] არ არის, როდესაც ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს უნდა შევუერთდეთ, იმიტომ რომ ეს არის თანხვედრაში საგარეო პოლიტიკასთან, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს და ევროკავშირს აქვს.

ჩვენი პარტნიორები არ ითხოვენ ცალმხრივ სანქციებს რუსეთისთვის. ეს არის საერთაშორისო სანქციებთან შეერთება, რომელსაც დე ფაქტო უკვე შეერთებული ვართ ფინანსური სექტორის მიერ.

არავითარი ეკონომიკას ეს არ დააზიანებს მთელი ეს პოლიტიკა, რომელიც არის "ქართული ოცნების" მიერ მძიმედ აღქმული, მათ შორის პარტნიორების და საზოგადოების მიერ საქართველოში აზიანებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები