15 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ დაუშვებენ ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედმა მტრებმა, საქართველოში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ - ყველა სამაგალითოდ დაისჯება.

მისი თქმით, სუს-ი და ქვეყნის სპეცსამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ და ნებისმიერი გადაცდომა გამოკვეთილი იქნება, რაზეც მოხდება ძალიან მკაცრი რეაგირება.

"რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. სუს-ს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა ჩათვლილი, რომ გაზიარებულიყო საზოგადოებისთვის. ახალი ამბავი არ არის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ. ეს ადამიანები, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი რადიკალური, ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობას საქართველოში. მათ ეს არასოდეს არ გამოუვიდათ, არც გამოუვათ. მინდა, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება. ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად. სუს-ი და ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას. ყველა, ნებისმიერი გადაცდომა იქნება გამოკვეთილი, დაფიქსირებული და ამაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები