საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ირლანდიაში გრძელდება. შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღო დუბლინში მიმდინარე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. სიტყვით გამოსვლისას მან - დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირლანდიაში არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სპიკერებთან, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.