06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ნიდერლანდებში სროლას 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ნიდერლანდებში ქალაქ როტერდამში სროლას მსხვერპლი მოყვა, გარდაცვლილია 2 ქალი და ერთი 14 წლის მოზარდი.

ცეცხლი 32 წლის თავდამსხმელმა ორ ლოკაციაზე, საცხოვრებელ სახლში და საუნივერსიტეტო კლინიკაში გახსნა.მამაკაცის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნიდერლანდების პოლიციამ დაადგინა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწავლო კურსს გადიოდა.

დაკავებისას მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, ამიტომ სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. მამაკაცი საავადმყოფოს შენობასთან ახლოს დააკავეს, სადაც მან ხანძარი ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით გააჩინა.

დღის ამბები