



სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა. 68 წლის მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები შვილის მოთხოვნის საფუძველზე ეძებდნენ, მოკლული იპოვეს.
"კურიერის"ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში საკუთარი მამა, შვილმა, სანადირო თოფით მოკლა. კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ თავად განაცხადა.
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 28 წლის მამაკაცი. მას ბრალად ედება, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რისთვისაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მოკლულის ძმის შვილის განცხადებით, მოკლულის შვილი თვითონაც აქტიურად იყო სამძებრო სამუშაოებში ჩართული.
"დაიკარგა და გავიგეთ დაახლოებით სამშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან. გუშინ დილით დაგირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალაში, საკუთარ აგარაკზე. მამა-შვილს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. დღემდე ვერ ვიჯერებ, შოკირებული ვარ , ვერ ვიაზრებ, რომ ეს შეიძლება სანდროს გაეკეთებინა. ძალიან ხშირად ვურეკავდი მე იმიტომ, რომ ჩართული ვიყავი ძიების პროცესში", - განაცხადა მაცაცო ინაურმა.
მოკლულის სიძის განცხადებით, მასასა და შვილს კონფლიქტი არ ჰქონიათ.
"სამი დღე ვეძებდით, მესამე დღეს გაირკვა, როცა კრიმინალური სამსახური ჩაერია. მაშინ გამოჩნდა, რომ შვილისგან იყო მოკლული. მათ შორის კონფლიქტი მე არ გამიგია", - განაცხადა გარდაცვლილის სიძემ.