24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
"კურიერი" იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, შვილმა მოკლული მამა დამალა - ახალი დეტალები გორში მომხდარი მკვლელობის საქმეში

ახალი დეტალები გორში მომხდარი მკვლელობის საქმეში - "კურიერი" იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, შვილმა მოკლული მამა დამალა, ეს არის აგარაკი თბილისში, ავჭალის დასახლებაში.

"კურიერის" ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში საკუთარი მამა, შვილმა, სანადირო თოფით მოკლა. კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ თავად განაცხადა.

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 28 წლის ახალგაზრდა. მას ბრალად ედება, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რისთვისაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები