მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი სამომავლო გეგმებსა და იმ საკითხზე საუბროს, თუ როგორ უნდა შეცვალოს ოპოზიციამ ხელისუფლება, ასევე აღნიშნავს, რომ გამოსავალი არის ერთობაში, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ჰერმან საბო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისთვის სანდო პოლიტიკური პარტნიორი არ არის.
"შეიძლება სააკაშვილი სწორად აფასებდეს პრობლემებს, მაგრამ ის საშინლად ცდება გამოსავლების თქმისას. ჯერჯერობით მის არც მონანიებას ვხედავთ არც აღიარებას, არც იმას თუ როგორ აპირებს ამ შეცდომების დაზღვევას. სააკაშვილი პირადად ჩემთვის, სანდო პარტნიორი არ არის. ეს სცენარი, რომ უბრალოდ გავერთიანდეთ და ეს იქნება გამარჯვების წინაპირობა - 10 წელია ამას აკეთებს და 10 წელია ეს სცენარი არის წაგების ფორმულა, ამ ფორმულაში კი ვინც მას შეჰყვება "ქართული ოცნების" საქმეს უფრო გააკეთებს, ვიდრე ქვეყნის და ოპოზიციის,"- აცხადებს ჰერმან საბო.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბექა ლილუაშვილმა.
"კაცმა თქვა პოლიტიკიდან მივდივარო, ახლა თქვა ვბრუნდებიო, მე თქვა აქ ვარო... აქ უნდა დავინახოთ ერთი მარტივი რამ, ნაციონალური მოძრაობა კარგავს თავის ელექტორალურ მხარდაჭერას. განსაკუთრებით ეს ხდება ახალგაზრდებში,“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
"პრეზიდენტ სააკაშვილი აბსოლუტურად ადეკვატურად უყურებს მოქალაქის საჭიროებას და ნებისმიერ დროს, მე არ მახსენდება რაიმე სხვა გაცხადება მიხეილ სააკაშვილის, სადაც ამბობს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ცალ-ცალკე. ცხადია, მისი მოწოდება მუდმივად არის ერთობისკენ... მისი დამოკიდებულება ერთობასთან დაკავშირებით, მუდმივად არის ისეთი, როგორიც არის და ცხადია, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ერთობა,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.