08 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
პაკისტანში ავიაბაზაზე თავდასხმა მოხდა - დაღუპულია 16 ადამიანი

თავდასხმა პაკისტანში ავიაბაზაზე. შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ პეშავარში ჯერ საგუშაგოს მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, შემდეგ კი ავიაბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში შეიჭრნენ.

სროლას 16 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედროებმა 13 თავდამსხმელის მოკვლაც შეძლეს, დაიღუპა 3 ჯარისკაციც, 10 კი დაიჭრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა მოძრაობა ”თალიბანმა” აიღო.

დღის ამბები