08 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
მიგრანტთა ნაკადის გამო ხორვატიამ სერბეთის საზღვარზე გამშვები პუნქტები ჩაკეტა

მიგრანტთა უწყვეტი ნაკადის გამო ხორვატიამ სერბეთის საზღვარზე 8–დან 7 გამშვები პუნქტი ჩაკეტა. გადაკეტილია ორ ქვეყნის დამაკავშირებელი მაგისტრალებიც.

ოფიციალური ზაგრების ცნობით, ქვეყანა არალეგალების დამატებითი რაოდენობის მიღებას ვეღარ შეძლებს.

მიგრანტების უმეტესობა უნგრეთის მიერ სამხრეთ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვედრას სწორედ ხორვატიის გავლით ცდილობს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი 11 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

 23 სექტემბერს ევროკავშირის საგანგებო სამიტის მთავარი თემა მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები