სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსმა პოლიტიკოსმა გაიმარჯვა. რობერტო ფიკო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის თითქმის ყველა ხმა დათვლილია. "სლოვაკი სოციალ-დემოკრატების" პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია "პროგრესულმა სლოვაკეთმა" დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.
ფიკომ პირობა დადო, რომ სლოვაკეთი დაუყოვნებლივ შეწყვეტს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისადმი და დაბლოკავს უკრაინის ნატოსადმი ამბიციებს, რაც შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას.