15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო უსაფრთხო და სტაბილური - დიმიტრიოს კარაბალისი

ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო უსაფრთხო და სტაბილური - ამის შესახებ საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული.

კარაბალისმა ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ ომის შემდეგ, ინციდენტები ხშირი იყო, ამჟამად კი შედარებით სტაბილურია.

„25 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ეს დიდი წარმომადგენლობა უნიკალურია, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის ყველაზე მეტი ეროვნებით წარმოდგენილი, ევროკავშირის სამოქალაქო მისია. ეს ადასტურებს ჩვენი მისიისადმი ერთგულების მაღალ დონეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში.

უკვე 15 წელია ჩვენ ხელს ვუწყობთ საომარი მოქმედებების განუახლებლობის უზრუნველყოფას, ადგილზე 24/7-ზე ჩვენი დაკვირვების მეშვეობით. განსაკუთრებით ორი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ანუ ABL-ის გასწვრივ.

ჩვენი დამკვირვებლები ლურჯ ჟილეტებში და ჩვენი ლურჯი მანქანები ევროკავშირის დროშებით არის თვალსაჩინო და ცნობილი. ამას ჰქონდა და ახლაც აქვს პრევენციული ეფექტი: მხარეებმა იციან, რომ ჩვენ იქ პატრულირებას ვაწარმოებთ და შეგვიძლია მათი მონაწილეობით ნებისმიერი აქტივობის დადასტურება.

დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 15 პატრულირებას ვაწარმოებთ, ანუ კვირაში დაახლოებით 100 პატრულირებას. 2008 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ უკვე ჩავატარეთ 86000-ზე მეტი პატრულირება.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე უშუალოდ ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტები უშუალოდ ომის შემდეგ ხშირი იყო, მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია, ინციდენტების დაბალი რისკით.

მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ," - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი.

დღის ამბები