15 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
დიდი პოლიტიკური გაყრა "ენმ-ში" - რა შანსები აქვს ნიკა მელიას, ვინ დაუდგება გვერდში და ვინ ვის ბანაკში აღმოჩნდება

ერთობის ასეთი მასშტაბური დასარულის წინაშე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკვე მეორედ აღმოჩნდა და ამ პოლიტიკურ გზაჯვარედინზე ყოფილი თავმჯდომარე, პარტიაში 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე ოფიციალურად ალაპარაკდა.არაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდებოდა და დღემდე ხდება.

 "როდემდე მელაპარაკა კეზერაშვილი-მერაბიშვილზე, ეს არ იყო ინდივიდუალური დაპირისპირება, ეს იყო ღირებულებების შეუთავსებლობა. შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ უკეთესობა მოსახლეობამ ვერ იგრძნოს," - ამბობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

წასვლა-დარჩენის საკითხი ოფიციალურად 7 ოქტომბერს გაცხადდება. რას წაიღებს და ვის წაიყვანს? ესეც ერთ კვირაში უნდა გამოჩნდეს, ფაქტია, რომ სურვილის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს თან პარტიის წარსულიც გაჰყვება. თუმცა ელექტორატის რა ნაწილი- ამაზე საუბარი უჭირს. დაზუსტებით ჯერ მხოლოდ ახალი პლატფორმის მიზანი იცის და იცის ისიც, რომ დღეს არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ დაუშვებს.

 მაშინ როცა ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო მარათონში ბრძოლას დამოუკიდებლად და თან ახალი პლატფორმიდან აანონსებს, მოქმედი წამსვლელებს ითვლის. კარს მომდგარი გაყრის ფონზე, ლევან ხაბეიშვილი ისევ ღია კარზე საუბრობს. თან ამტკიცებს რომ მელიას პარტიაში ყოფნა - არყოფნა მისთვის არაფერს ცვლის, თან ამბობს იმასაც, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ნაციონალების კარი ყველასთვის ღიაა.

 "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი რყევები ხაბეიშვილის გათავმჯდომარეობის შემდეგ დაიწყო. ნიკა მელიას რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დაასწრეს და გაასწრეს, შესაბამისად მათთვის ამ პარტიის დატოვება ღირებულებათა სხვაობის გამო უცხო არ არის. ითანამშრომლებენ თუ არა უკვე წასულები წამსვლელთან - ამაზე საუბარი რომან გოცირიძეს არ სურს, ხატია დეკანოიძე კი არ მალავს, რომ მელიასთან ერთად ბრძოლა მისთვის უცხო არ არის.

 ოპოზიციის ნაწილმა მელიას გადაწყვეტილება დაიწუნა, ერთმა ნაწილმა მასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა, ზოგმაც კი მელიას ადგილი სულ სხვაგან დაინახა. მაგალითად - ნიკა მელიას გამო გადამდგარმა ყოფილი პრემიერის გუნდმა. გიორგი გახარიას გუნდში სჯერათ, რომ მელიას ადგილი ციხეშია.

 ნიკა მელიას ნაბიჯი მართებულად შეფასდა "გირჩში, სადაც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მთავარი სისუსტე, მოჩვენებითი ერთიანობაა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, იმ ადამიანებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ვინც წარსულის თამაშს გამოეთიშება.

 "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციურ საქმიანობას ხელს არც მელიას წასვლა შეუშლის და არც დარჩენა- ეს თავადვე დაადასტურეს. სტრატეგია აღმაშენებლის სტრატეგიაც ორად გაიყოფა, ამბობენ, რომ მოქმედ მენეჯმენტთან იდეალურად თანამშრომლობენ, თუმცა სამომავლოდ საქმიანობას არც წასულებთან გამორიცხავენ.

 "ქართული ოცნება", მელიას ანონსით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პროცესები ლოგიკურად მიმდინარეობს, ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში კი სააკაშვილის პარტიის მარცხი გარდაუვალი იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" შემოდგომის გადამწყვეტი თარიღი უკვე დასახელებულია. ნიკა მელია პოლიტიკურ განქორწინებას ოფიციალურად, სავარაუდოდ 7 ოქტომბერს გააფორმებს. ამ დღესვე უნდა გაირკვეს, რა კონფიგურაცია და გეგმა ექნება მელიას ახალ პლატფორმას.

დღის ამბები