საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კარვებთან დაკავშირებით ინიციირებული კანონპროექტით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებრივი აზრი ჩაახშოს.
ნაცვლიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებრივი აზრი რეპრესიული კანონების დახმარებით მართოს.
"როდესაც ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებრივი აზრი ჩაახშოს და ჩაახშოს ამ ტიპის კანონების მეშვეობით, ეს მიუთითებს მის შიშზე. მას [ხელისუფლებას], არ შეუძლია ელაპარაკოს საზოგადოებას და მას არ შეუძლია მოუსმინოს და მიიღოს საზოგადოების აზრი და ცდილობს, რომ ხელოვნურად, ასეთი რეპრესიული კანონების მეშვეობით მართოს პროცესები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.