პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,"Starring Georgia-ს“ პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და 2024 წელს, კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სიურპრიზების ორგანიზება იგეგმება.
პრემიერის თქმით, საქართველოში გამართულმა მეგაშოუებმა დიდი კმაყოფილება გამოიწვია.
"იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა "Starring Georgia-ს“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა. ვიცი, რომ ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე და არამხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტს და ძალიან კმაყოფილების იყვნენ, მოეწონათ. ჩვენ მომავალ წელს, 2024 წელს ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.