მთავრობა ხორბლის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერს, მთავრობის სხდომაზე დახმარების შინაარსზე კონკრეტულად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, ტომ საკითხზე განმარტებას, სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკეთებს.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ხორბალზე ფასები. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. ასე რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, როლებიც ჩართული არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განმარტებას სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკეთებს განმარტებას", - განაცხადა პრემიერმა.