15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
არ დავუშვებთ, არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას - რატი იონათამიშვილი

"არ დავუშვებთ, არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მტკიცებით, "კანვასის" წევრები NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუსის მტკიცებით, ისინი საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

იონათამიშვილის განცხადებით, თუ ვინმეს რამის თავი აქვს არჩევნებში სცადოს თავის ბედი.

" ადამიანები ირქმევენ, რომ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ერთადერთი საზრუნავი ძალადობრივი გზით სახელმწიფოს გადატრიალება არის. აქაც მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე.

ამ ადამიანებს აქვთ კამპანია - მე ვარ ლაზარე, უფრო უპრიანი იქნებოდა, ამ კამპანიას უწოდონ -მე ვარ მოლოტოვის კოქტეილი, ვინაიდან ამათი მიზანი სწორედ ეს არის. სინამდვილეში, მათი სახელები, გვარები და ბედი საერთოდ არ აინტერესებთ. აინტერესებთ მხოლოდ ის ვინ უფრო მეტ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. ისიც იმიტომ, რომ არეულობა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. არ დავუშვებთ, არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას ჩვენს ქვეყანაში. ვისაც რაიმეს თავი აქვს არჩევნებში სცადოს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები