15 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
არაერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ რევოლუციური სცენარი არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი - გივი მიქანაძე

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მმართველ გუნდში აფასებენ.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 

"რადიკალები, რომლებიც ამ ქვეყანაში ვერასოდეს ლეგიტიმური ფორმით ვერ დაბრუნდებიან, სწორედ მათ ერთ-ერთ ინტერესშია და ვხედავთ, არა ერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ რევოლუციური სცენარი არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი. აქ საუბარი არის იმ უსაფრთხოების ზომებზე, იმ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და თითოეული მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვაზე, რომელიც ამ კანონად ქცევით არის შესაძლებელი. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა რას ითხოვს, ეს აბსოლუტურად არ ჯდება იმ პოლიტიკაში, რასაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს და ყველამ იცის, ნაციონალური მოძრაობის რეალური მიზნები. მოვითხოვთ, დაჩქარებული წესით ამ კანონპროექტის განხილვას," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები