მმართველი გუნდი წევრი მამუკა მდინარძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მდინარაძე დაცვის მხარის პოზიციას აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის წარომადგენლებმა მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ.
"პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო…
იმავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია - მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა.
მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია - მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს.
საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით
სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია
მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას", - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. ამასთან, წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება 5 დეპუტატი, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.