15 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს, პაოლო ჯენტილონის შეხვდა

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონისთან. შეხვედრაზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს.

მინისტრმა ევროკომისარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, აღინიშნა, რომ რეფორმების გატარების პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და მის მნიშვნელობას საქართველოს და ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. დადებითად შეფასდა შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა.

დღის ამბები