პრეზიდენტის იმპიჩმენტი და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე უპრეცედენტო პროცესი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა პარლამენტში - სხდომაზე იყო კამათი. ოპოზიციაში, მიმდინარე პროცესს პრეზიდენტის დასჯის მცდელობად აფასებენ და განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ფარსსა და დადგმულ შოუს უწოდებს.
"სანამ ჩვენ აქ ვართ კიდევ ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში. ვის ინტერესებს ემსახურება ეს, კითხვა დავსვათ, ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას თუ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას? იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" ხელს უწყობს, დაგვაახლოებს ევროკავშირთან, თუ დაგვაშორებს ევროკავშირთან? ხელს შეუწყობს 27 ქვეყანას, რომ თანხმობა მოგვცეს კანდიდატის სტატუსზე თუ ხელს შეუშლის?
ყველა ევროპელი პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯიუტად, ნაცვლად იმისა, რომ აქ პარლამენტში იყვნენ ახლა "ქართული ოცნების" ლიდერები და ის კანონები მიიღებოდეს დაჩქარებული წესით, რომელიც 12 პუნქტით არის გათვალისწინებული, წარმოდგენილები ყველანი არიან და ამ ფარსსა და შოუში იღებენ მონაწილეობას, რომ საქართველოს პრეზიდენტს როგორმე იმპიჩმენტი გამოუცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.