პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია სერიოზულად ემზადება რევოლუციური სცენარისთვის და მისივე თქმით, ამის გამო ინსტრუმენტად ახალგაზრდებს იყენებენ:
"სერიოზულად ემზადებიან, იარაღის გამოყენებითაც გვემუქრებიან და დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო დაპირისპირებასაც არ მოერიდებიან. ის სცენები უნდათ დატრიალდეს, 90-იან წლებში რაც გვქონდა. პროფესიონალური ტრენინგები ახალგაზრდების განათლების მოტივით - ამ თემატიკით მიმდინარეობს პროტესტი, კარვები, დაუმორჩილებლობა, აფეთქებები, მსხვერპლი, პარლამენტში შემოჭრა, სამოქალაქო არეულობა - განიხილავენ ახალგაზრდების ძალისა და მუხტის ეფექტიან გამოყენებას. ბუნებრივია, ჩვენთვის ახალგაზრდები ანგარიშგასაწევი ფაქტორია და სწორედ მათ იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. მათთვის კი მიზნის მიღწევის ინსტრუმენტია,"- აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.