15 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას და საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგია, რადგან მისი თქმით, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს.

"ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება,"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები