საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესს ეხმაურება.
"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი," - წერს სალომე ზურაბიშვილი.