15 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან რეალურად ვერ იყო წარმოდგენილი არგუმენტები, ვერავითარ ზღვარს ვერ ავლებენ სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა შეაჯამა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტები სუსტი იყო. 

"პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან რეალურად ვერ იყო წარმოდგენილი არგუმენტები. მაგალითად ელემენტარულ კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი. ვერავითარ ზღვარს ვერ ავლებენ სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. რა განსხვავებაა ამის თქმა უნდა შეეძლოთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თუმცა ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ. 

პრეზიდენტი ამ პროცესზე იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები