შეხვედრები ევროკომისრებთან - სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკონომიკის, მართლმსაჯულების, კრიზისების მართვის, დემოგრაფიისა და დემოკრატიის, ასევე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები იყო.
შეხვედრებზე ითქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. განიხილეს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.