15 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
უნდობლობას უცხადებთ სუს-ის თანამშრომლებს, რომლის შრომის შედეგია, რომ ბოლო წელიწადნახევარია არცერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა ამ ქვეყანაში - შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას

პარლამენტში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ურთიერთბრალდებების და კამათის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის განხილვა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

კანონის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას.

"თქვენ ხართ წარმოდგენილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას დარბაზში და ამ მოცემულობაში თქვენ ამბობთ, რომ სუს-ის განცხადების საფუძველზე კანონი უნდა გაამკაცროთ და არ აპირებთ, რომ ნორმალურ შემთხვევაში განვიხილოთ ეს კანონი, არ დავაზიანოთ ამით ქვეყნის ევროპული მომავალი. რატომ ვაკეთებთ ამას დაჩქარებულად, რატომ არ გააგზავნეთ ეს კანონი ვენეციის კომისიაში, რატომ არ კითხეთ ყველა იმ ინსტიტუტს, რომელზეც კითხვა შეიძლებოდა. არის თუ არა ეს დემოკრატიული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით თეონა აქუბარდია უპირობოდ ენდობა სხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პატივს არ სცემს.

"თქვენ ბრძანდებით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მახსოვს, თქვენი საყვედური, რომ კომიტეტის თავმჯდომარე მიდის სადღაც მოსანახულებლად ამა თუ იმ ბაზის, თუნდაც უსაფრთხოების სამსახურში და თქვენ არ მყავხართ. წელიწად ნახევარია ამ რეგიონში ყველაზე მასშტაბური ომი მიდის და არა ერთი, რაც ჩვენ გარშემო ხდება. წელიწად ნახევარია ამ ქვეყანას არ შეჰქმნია უსაფრთხოების რისკი, ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს "ნატოს" უსაფრთხოების ქოლგა და არანაირი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია. ერთადერთი უსაფრთხოების ქოლგა, არიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ოფიცრები... უაპელაციოდ ნდობას უცხადებთ უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებსა და ადმინისტრაციებს, უნდობლობას უცხადებთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და ოფიცრებს, რომლის შრომის შედეგია, რომ ბოლო წელიწად ნახევარია არცერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა ამ ქვეყანაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები