პარლამენტში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ურთიერთბრალდებების და კამათის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის განხილვა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: 1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 3. იწვევს დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებს იძლევა, თუ რა შემთხვევაში მოუწოდებენ სამართალდამცველები, აქციის მონაწილეებს კონსტრუქციის დემონტაჟისკენ.
"ამ ცვლილებებით არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება დროებითი კონსტრუქციის დადგმა, თუ კი ის არ ექვემდებარება იმ კონკრეტული კრიტერიუმებს, რაც უქმნის საფრთხეს თვითონ მანიფესტაციას, მანიფესტაციის მონაწილეებს და იმ პირობების გათვალისწინებას, რომელიც სწორედ მე-11 მუხლის ვ- ქვეპუნქტთან არის დაკავშირებული. მხოლოდ, ამ პირობების დადგომის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ინდივიდუალურად აფასებენ კონკრეტულ შემთხვევას და აქციის ორგანიზატორს თუ დროებითი კონსტრუქციის დამდგმელს მოუწოდებენ, რომ მოახდინოს, გონივრულ ვადაში, იმ კონსტრუქციის დემონტაჟ, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის", - განაცხად გივი მიქანაძემ.