15 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურის განცხადებით, ალიანსის წევრ ქვეყნებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ

NATO-ში აცხადებენ, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ. ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურმა, ადმირალმა რობ ბაუერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები უკრაინას ამ იარაღს სავსე საწყობებიდან არ აძლევენ. მისივე განცხადებით შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დაიწყო და ეს მარაგი ახლა იწურება.

ამავე დისკუსიაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი, რომლის განცხადებით დასავლეთის სახელმწიფოებმა საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გაზარდონ.

დღის ამბები