75 მომხრე, 23 წინააღმდეგი - "შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
განხილვა ხმამაღალი კამათის ფონზე მიმდინარეობდა- კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ დააინფიცირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ინიცირებული პროექტი ამკაცრებს აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. ოპოზიცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს- ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კანონპროექტი ბუნდოვანია და ის პოლიციელებს თვითნებობის საშუალებას მისცემს. კამათი განხილვის დროს ე.წ. რუსული კანონის არაერთხელ ხსენებას მოჰყვა- პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის რეპლიკები საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობად შეაფასა და თქვა რომ მსგავსი პროპაგანდა მათ აღარ გაუვათ.