06 ოქტომბერი 2024,   21:37
ვრცლად
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება - საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 7 პაციენტი მკურნალობას თურქეთში გადის, ერთი ისრაელში, 2-მა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე მიიღო და სახლში დაბრუნდა.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სტანდარტული მკურნალობის კურსს, ქიმიოთერაპიას, სხივურ და პროტონოთერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით ხდება.

ბავშვებისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ახალი სამთავრობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტრატეგია პრემიერ-მინისტრმა აპრილში დააანონსა. მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე მოზარდებისთვის სრულყოფილი და მაღალი ხარისხის სერვისებისა და მკურნალობის კურსის შეთავაზება იყო. პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ 300 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება და ბიუჯეტიდან ამისთვის 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

დღის ამბები