15 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
მე მგონია, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ იმპიჩმენტს და დარწმუნებული ვარ, თუ ვინმესთან წავლენ გარიგებაზე, პირველ რიგში ასეთი ეჭვმიტანილი "ნაცმოძრაობა" იქნება - იაგო ხვიჩია

შესაძლებელია თუ არა რეალურად დადგეს იმპიჩმენტი - "გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ამის რეალური მოლოდინი არსებობს. ხვიჩია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" პროცესს ბოლომდე მიიყვანს. 

"მე ძალიან მაინტერესებს რა მოხდება პარლამენტში. მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს იქნება სიურპრიზი, ეს უბრალოდ დამოკიდებულია რამდენს გადაიხდიან "ქოცები." მე არ მჯერა, რომ მათ[ქართულმა ოცნებამ] ეს ყველაფერი იმისთვის წამოიწყეს, რომ პარლამენტში ჩააგდონ და დასაცინები გახდნენ, რა შინაარსი ექნება ამას?! - თუ პარლამენტში გაიტანენ და ჩააგდებენ, რისთვის დაიწყეს?! ჩვენ ხომ გვესმის, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ. მე მგონია, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ იმპიჩმენტს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმესთან წავლენ ამასთან დაკავშირებით გარიგებაზე, პირველ რიგში ასეთი ეჭვმიტანილი, "ნაცმოძრაობა" იქნება. მიხეილ სააკაშვილიც იქნება იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ იყოს მასთან ასეთი შეთავაზება. მიდით მხარი დაუჭირეთ იმპიჩმენტს და ჩვენ მერე შეღავათს გაგიწევთ, ეს ხომ მაინც არ გიწყალებთ, დაახლოებით ასეთი, მაგრამ მე მგონია, რომ გადააგდებენ მიშას და მას არ ვურჩევდი ამ გზით წავიდეს, თუმცა ამის მიუხედავად, გააჩნია რამდენს გადაიხდიან, მათ თუ იმის მეხუთედი დახარჯეს სალომეს იმპიჩმენტში, რაც მის არჩევაში დახარჯეს, ჩემი აზრით, ამას მოახერხებენ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები