15 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
სამართლებრივ ნაწილში, პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული - თამარ ჩუგოშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატები სამართლებრივ ნაწილში "სრულიად ჩიხში არიან შესული." მისივე შეფასებით, წარდგინება აბსურდულია და კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ აქვს.

"სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს, ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი პოზიცია არც მტკიცებულებებით არაა გამყარებული," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები