15 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს - ღარიბაშვილი

მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, შიდა და გარე მტრები საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, რომლებიც ეხმარებიან და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები