15 ნოემბერი 2024,   20:06
ვრცლად
ჩვენ არ ვამთხვევთ არავის დღის წესრიგს ჩვენი ჩასატარებელი აქციების განრიგს, კარგად მოგეხსენებათ, კლიმატურ პირობებსაც აქვს მნიშვნელობა - კირკიტაძე მელიას განცხადებაზე

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება. როგორ გააგრძელებს ბრძოლას ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ინფორმაციით, საკითხი 7 ოქტომბრის საკონსულტაციო შეხვედრაზე გადაწყდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მელიამ პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. "ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე," - წერს მელია "ფეისბუკზე". მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს, რაც "ქართული ოცნების“ ხელწერაა.

მის ამ განცხადებებს, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილის განცხადებით, აქცია ამინდის პროგნოზების მიხედვით ჩანიშნეს და მისივე თქმით, ის, რასაც მელია ამბობს არ არის უადგილო ბრალდებაა:

"სამწუხაროა, რომ ნიკა ასე ფიქრობს, რადგან ასე არ არის. თარიღი არ იყო არჩეული იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მზიან ამინდში ყოფილიყო ეს ღონისძიება, შესაბამისად როდესაც ვნახეთ ამ კვირაში რომ იყო კარგი ამინდი ბათუმში, პროგნოზების მიხედვით ჩავნიშნეთ შეხვედრა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ყოველ შაბათ-კვირას ნაცმოძრაობას აქვს ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც, აქედან გამომიდინარე მგონია რომ უადგილო იქნება ეს ბრალდება ნიკას მხრიდან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე კი აცხადებს, რომ თუ ვინმეს მათ მიერ დაგეგმილი აქციის დრო არ მოსწონს, თარიღის შეცვლა შესაძლებელია :

"ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის გარშემო არ ბრუნავს სამყარო და რაც ხდება, მის გამო არ ხდება. თუ ვინმეს აწუხებს რომ 7-ში რაღაც ღონისძიება აქვს და არ გადაიფაროს ან ჩრდილი არ მიადგეს მის აქციას, დავსხდებით და მოვიფიქრებთ, ეს აქცია 7-ში დავგეგმოთ, 8-ში თუ 9-ში.

ჩვენ არ ვამთხვევთ არავის დღის წესრიგს ჩვენი ჩასატარებელი აქციების განრიგს, ბათუმში დაგეგმილი გვაქვს აქცია-მსვლელობა კარგად მოგეხსენებათ კლიმატურ პირობებსაც აქვს მნიშვნელობა,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე.

დღის ამბები