15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
პრეზიდენტი ამბობს ერთს, მისი წარმომადგენლები - მეორეს, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი აქ ყოფნა - ირაკლი კობახიძე

ამ დროისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვის შესახებ სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ერთ-ერთი ავტორმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "პრეზიდენტი ამბობს ერთს, მისი წარმომადგენლები ამბობენ მეორეს, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი საკონსტიტუციო სასამართლოზე ყოფნა".

"რამდენჯერმე პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმოვანებულ პოზიციებს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი აქ ყოფნა. პრეზიდენტი ამბობს ერთს, კონკრეტულ საკითხზე, ამაზე დაელოდეთ და დასკვნით სიტყვაში მექნება საუბარი, მისი წარმომადგენლები ამბობენ მეორეს," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები