15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა - მაია კოპალეიშვილი

არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა

კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მათ მყარი ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

"როგორც საქმის განხილვის მიმდინარეობამაც აჩვენა, მხარეს სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და არც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მათი კონსტიტუციური წარდგინება არ პასუხობს იმ პრინციპებს, რაც აუცილებელია მყარი დასკვნის მისაღებად, რომ დადასტურდეს ამა თუ იმ თანამდებობის პირის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი," - განაცხადა კოპალეიშვილმა.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები