15 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ქალბატონმა ევამ 7 კითხვა ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება მსჯელობა მთავარი კითხვის გარშემო - დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი? - მხარეები ერთმანეთს არგუმენტებს უწუნებენ.

სარჩელის წარმდგენი დეპუტატების პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილი გასცდა საკუთარ უფლებამოსილებებს, როდესაც უცხოეთში ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპონენტი მხარე ვერ არჩევს კონსტიტუციაში გაწერილ პუნქტებს, რომელიც ერთის მხრივ უფლებამოსილებას, მეორე მხრივ კი სტატუსს განსაზღვრავს.

განსხვავებულია პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიცია. მათი თქმით, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა.

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა - თუ რატომ დარჩა მმართველ გუნდს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში მოლაპარაკებები აწარმოა.

რაზეც თავის მხრივ კობახიძემ უპასუხა: "სადაც კი პრეზიდენტი წარდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს."

 

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები