15 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
როცა 10-ჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად სუსტია შენი პოზიციები - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხების გაცემა უჭირდათ.

"საზოგადოება ხედავდა ყველაფერს. მაგალითად, როგორ უჭირდათ კითხვებზე პასუხის გაცემა, შეგნებულად არ სცემდნენ პასუხს, ათჯერ ერთი და იგივე თემაზე დასმულ შეკითხვებს და ა.შ. როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. ასევე იხილეთ კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებით, რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცი. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რადგან პასუხები არ აქვთ უამრავ კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. როცა ამტკიცებ, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებას, ხოლო თვითონ მუხლის სათაური გეუბნება, რომ სტატუსს ადგენს, რაზეა აქ საუბარი. როცა გეკითხებიან, რა განსხვავებაა წარმოდგენასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ გვპასუხობ, ხომ ყველაფერი ცხადია. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები